ცაგერის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა

ივნისი 10, 2022

10.06.22 – სოფელი ლასურიაში

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, მოსწავლეებს ევროკავშირის ისტორიაზე, ღირებულებელზე, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობასა და ასოცირების ხელშეკრულებაზე მიაწოდა ინფორმაცია. მომხსენებელი მონაწილეებს იმ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რასაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა უხსნის. საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდას, დეზინფორმაციის გავრცელების საშუალებებსა და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მეთოდებს.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა მცირე ვიქტორინა, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა უპასუხა მონაწილეთა კითხვებს და მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის თემატური მასალები გადასცა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.