ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 21, 2021

21.12.21 – სოფელი ლაჯანა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანას საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის ისტორიაზე, ღირებულებელზე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკაზე, ასოცირების ხელშეკრულებაზე და იმ შესაძლებლობებზე, რასაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა უხსნის.

ყურადღება, ასევე, გამახვილდა უვიზო მიმოსვლის შედეგად მიღებულ სარგებელზე და წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებზე. ხაზი გაესვა საკანონმდებლო ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებისთვის მცირე ვიქტორინა გაიმართა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.