ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 3, 2021

03.11.21 – სოფელი ქვედა ცაგერი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გამიართა.
საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, ყურადღება გაამახვილა ნატოს როლსა და მნიშვნელობაზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. საუბარი, ასევე, შეეხო ნატო-ს დაარსებისა და გაფართოების ისტორიას, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.