ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 21, 2021

21.10.21 – სოფელი ზუბი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბის საჯარო სკოლის მოსწავლებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საიფნორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, მოსწავლეებს ნატო-ს ისტორიის, გაფართოებისა და სტრუქტურის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო ნატო-საქართველოს შორის პარტნიორობას, სამომავლო პერსპექტივებს, თანამშრომლობის არსებულ მექანიზმებსა და ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.