ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 16, 2022
16.11.22 – ქვედა ცაგერი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლაში ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, მონაწილეებს ორგანიზაციის მიზნები, ამოცანები და ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო. საუბრის ძირითად თემას წარმოადგენდა მოსწავლეების ინფორმირება საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.
შეხვედრაზე, აგრეთვე, პირისპირ რეჟიმში მონაწილეობდა საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში ანა ჩიქოვანი, რომელმაც მიმოიხილა საერთაშორისო ორგანიზაციების ტიპოლოგია, მათი შექმნისა და ისტორიული განვითარების ეტაპები და ყურადღება გაამახვილა მე-20 საუკუნეში ევროკავშირისა და ნატო-ს შექმნის წინაპირობებზე.
აღსანიშნავია, რომ სტაჟირება პროგრამას საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად.
შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებს თემატური საინფორმაციო მასალები გადაეცათ.