ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლის უფროსკლასელებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 16, 2021

16.12.21 – სოფელი ოყურეში

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, მოსწავლეებს ინფორმაცია მოაწოდა ევროკავშირის ისტორიაზე, ღირებულებელზე, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკაზე, ასოცირების ხელშეკრულებაზე და იმ შესაძლებლობებზე, რასაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა უხსნის.

ყურადღება, ასევე, გამახვილდა უვიზო მიმოსვლის შედეგად მიღებულ სარგებელზე და წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებზე. ხაზი გაესვა საკანონმდებლო ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირების და ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების მნიშვნელობას. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მოსწავლეებს გააცნო ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამა ERASMUS+ შესაძლებლობები.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.