ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 4, 2023

04.04.23 – სოფელი ლაჯანა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლის პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ნატო-ს როლზე გლობალური უსაფრთხოების პროცესში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკაზე, არსებულ მექანიზმებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

მომხსენებელმა, ყურადღება გაამახვილა საინფორმაციო ცენტრის მიზნებზე, მიმდინარე და განხორცილებულ აქტივობებზე, ასევე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.