ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა აღვის ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აგვისტო 9, 2022

09.05.22 – სოფელი ქვედა აღვი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა აღვში, ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძემ, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირი-საქართველოსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ევროკავშირთან გაფორმებული ,,ასოცირების ხელშეკრულებით’’ მიღებულ ხელშესახებ სიკეთეებზე, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე, ასევე, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლასა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარდგენილი განაცხადის ისტორიულ მნიშვნელობაზე.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობას.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.