“ჩართულობის აკადემია” ევროკავშირის შესახებ

მაისი 17, 2022

17.05.22 – თბილისი

საქართველოში მიმდინარე „ევროპის დღეები 2022“-ის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით “ჩართულობის აკადემია” გაიმართა.

მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის ევროკავშირის თემატიკაზე სასერტიფიკატო კურსი ჩატარდა.

ონლაინ სემინარი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა გახსნა და ახალგაზრდებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე, მიზნებსა და პრიორიტეტებზე ესაუბრა. თამარა წულეისკირმა ევროინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობისა და დეზინფორმაციასთან გამკლავებაში საზოგადოებასთან მათი საკომუნიკაციო როლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მთელი საქართველოს მასშტაბით 80-მდე სტუდენტს საშუალება ჰქონდა მოესმინათ ინფორმაცია ევროკავშირის ისტორიულ განვითარებაზე, მის ინსტიტუციონალურ მოწყობაზე, დღევანდელ გამოწვევებზე, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებაზე, აშშ-ში სწავლის შესაძლობლობებსა და გაცვლით პროგრამებზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციის მიმართ საზოგადოების მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

კურსის მომხსენებლები იყვნენ: საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირთან ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის, ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ხამაშურიძე, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი, საქართველოში აშშ-ს საელჩოს განათლებისა და პროფესიული პროგრამების კოორდინატორი ირაკლი მალანია და ჰიბრიდული ომების მკვლევარი დავით ძიძიშვილი.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.