ჭიათურის მუნიციპალიტეტის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

იანვარი 23, 2024

23.01.24 – ჭიათურა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობითა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო. შეხვედრაზე განხილულ იქნა ნატოს შექმნის ისტორია, გაფართოების ეტაპები და საქართველო-ნატოს ურთიერთობის დინამიკა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრაზე ვიქტორინა გაიმართა, სადაც გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები ხოლო ყველა მოსწავლეებს თემატური საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.