ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 19, 2024

19.04.24 – სოფელი ზოიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლის დირექციასთან თანამშრომლობით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას აღნიშნული სკოლის დირექტორი, სამოქალაქოს, ისტორიის და გეოგრაფიის საგნის პედაგოგები და უფროსკლასელები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო.

ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, გაფართოების ეტაპებზე, კანდიდატის სტატუსსა და იმ მნიშვნელოვან თარიღებზე, რომელიც საქართველომ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე გაიარა.

შეხვედრას, ასევე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი იმერეთის რეგიონში თიკო ენდელაძე ესწრებოდა, რომელმაც უვიზო მიმოსვლასა და უსაფრთხო მიგრაციაზე ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.