ჭიათურის სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 28, 2024

28.02.24 – ჭიათურა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ჭიათურის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის თანამშრომლობით, ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო.

ცენტრის წარმომადგენელმა მოსწავლეებს ნატოს შექმნის ისტორია, გაფართოების ეტაპები, საქართველოსთან თანამშრომლობის დინამიკა და სამომავლო პერსპექტივები გააცნო.

შეხვედრაზე ვიქტორინა გაიმართა, სადაც მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.