ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მაისი 25, 2021

25.05.21 – სოფელი კირცხი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, მონაწილეებს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და იმ შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა უხსნის. ყურადღება გამახვილდა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებსა და ამ წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებზე. ხაზი გაესვა ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროგრამებსა და იმ ხელშესახებ სარგებელს, რასაც საქართველო იღებს ევროინტეგრაციის პროცესში. მომხსენებელმა, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, მისგან მომდინარე საფრთხეებსა და საზოგადოების მედეგობის გაძლიერების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.