ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ივნისი 8, 2021
08.06.21 – ქვედა ჩხოროწყუ
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჩხოროწყუს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, მიღწეულ წარმატებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებასა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.