ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მარტი 26, 2021

26.03.21 – სოფელი ხაბუმე

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, საქართველოს ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, პერსპექტივებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.