ჩხოროწყუს სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მარტი 23, 2022

23.03.22 – ჩხოროწყუ

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩხოროწყუს მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ, ალიანსის ისტორიაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებს.