ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ის თანამშრომლებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ივლისი 7, 2022
07.07.22 – დაბა ჩოხატაური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში, ა(ა)იპ „ჩოხატაურის არაფორმალური განათლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის“ თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავა, მონაწილეებს ევროკავშირის შექმნისა და განვითარების ძირითად ეტაპებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ხელშესახებ პროგრესსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებს, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადის ისტორიული მნიშვნელობას და იმ გზის განხილვას, რომელიც განმცხადებელმა ქვეყანამ უნდა გაიაროს აღნიშნული ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრობის მოსაპოვებლად.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო, ნეიტრალიტეტის სტატუსის არსზე, მის ფარგლებში არსებულ ვალდებულებებზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო, ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის გაზრდისა და ამ მიმართულებით მათთვის სწორი აღქმებისა და მოლოდინების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.