ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ის თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა
ივლისი 7, 2022
07.07.22 – დაბა ჩოხატაური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში, ა(ა)იპ „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ თანამშრომლებთან ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი გურიის რეგიონში ირაკლი პაპავა, მონაწილეებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, მიღწევებსა და გამოწვევებს, ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლასა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადის ისტორიულ მნიშვნელობას. ხაზი გაესვა ნეიტრალიტეტის სტატუსის არსს, ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებს.
მომხსენებელმა, ასევე, აუდიტორიას საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი ამოცანები და მიმართულებები გააცნო.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.