ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბაღების თანამშრომლებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 15, 2021

15.09.21 – ჩოხატაური

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ა(ა)იპ „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულების „მომავალი“ თანამშრომლებთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და საქართველოს მოქალაქეთა გაცნობიერებული მხარდაჭერის გაზრდისა და განმტკიცების მნიშვნელობაზე ქვეყნის საგარეო პოლიტიკური არჩევანის მიმართ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.