ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა

ნოემბერი 18, 2021

18.11.21 – ჩოხატაური

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებისთვის ონლაინ სემინარი ჩატარდა.

შეხვედრაზე მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარ წულეისკირი მიესალმა და ცენტრის საქმიანობის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მოსახლეობის მედეგობის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე ნატო ბაჩიაშვილი მონაწილეებს საქართველო-ნატოს ურთიერთობის განვითარების ქრონოლოგიაზე, დინამიკასა და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა. ხაზი გაესვა საქართველო – ნატოს თანამშრომლობის მიღწევებსა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს.

შეხვედრას, რომელსაც 47 საჯარო მოხელე ესწრებოდა, მოდერაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ გაუწია.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა.