ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან შეხვედრა გაიმართა
ივნისი 24, 2022

24.06.22 – დაბა ჩოხატაური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ჰიბრიდული ომების მკვლევარმა დავით ძიძიშვილმა, ვრცლად ისაუბრა საინფორმაციო ომის თავისებურებებზე, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის თანმდევ დეზინფორმაციასა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის საკითხებზე. ყურადღება, ასევე, გამახვილდა დასავლური ღირებულებების მნიშვნელობაზე და მედიაწიგნიერების უნარების გაძლიერებაზე.
შეხვედრას მოდერაცია გაუწია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, რომელმაც მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის, ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მედეგობის გაზრდისა და ამ მიმართულებით სწორი აღქმებისა და მოლოდინების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.