ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მარტი 4, 2022
04.03.22 – სოფელი ბუკნარი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლის პედაგოგებისა და უფროსკლასელებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე. საუბარი, ასევე, შეეხო შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებსა და რეგულაციებს, ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს, ასევე ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და გამოწვევებს.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების არგუმენტირებული ინფორმირების, მისი გაცნობიერებული მხარდაჭერის გაზრდისა და ამ მიმართულებით მათთვის სწორი აღქმების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.