ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
მაისი 20, 2022
20.05.22 – სოფელი ერკეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის უფროსკლასელებისა და პედოგებისთვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობის, სამომავლო პერსპექტივების, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებისა და სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარდგენილი განაცხადის ისტორიულ მნიშვნელობაზე, გაწევრიანების კრიტერიუმებსა და სრულფასოვან წევრობამდე ქვეყნის მიერ გასავლელ ეტაპებზე, ასევე, ნეიტრალიტეტის სტატუსის არსზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებსა და გამოწვევებზე.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების ინფორმირების, მისი გაცნობიერებული მხარდაჭერის გაზრდისა და მათთვის სწორი აღქმებისა და მოლოდინების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა და საიმიჯო მასალები დაურიგდათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.