ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 26, 2021

26.11.21 – სოფელი ხიდისთავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის უფროსკლასელებსა და პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებსა და ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus + ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე.

გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების შესახებ ახალგაზრდებთან და პედაგოგებთან აქტიური კომუნიკაციისა და ამ მიმართულებით მათთვის სწორი აღქმებისა და მოლოდინების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.