ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა
მაისი 27, 2022
27.05.22 – სოფელი ხიდისთავი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის უფროსკლასელებისა და პედოგებისთვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობებზე, სამომავლო პერსპექტივებზე, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებსა და რეგულაციებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე, გაწევრიანების შესახებ საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადზე, გაწევრიანების კრიტერიუმებსა და ქვეყნის მიერ გასავლელ შემდგომ ნაბიჯებზე, ასევე, ნეიტრალიტეტის სტატუსის არსზე და მისგან მომდინარე საფრთხეებზე.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები დაურიგდათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.