ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მარტი 24, 2022

24.03.22 – სოფელი კოხნარი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების საკითხებზე – კერძოდ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებულ არსებულ ეტაპებზე და იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც უნდა იქნას მიღებული ევროკავშირის მხრიდან. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეები და გამოწვევები.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების არგუმენტირებული ინფორმირების, მისი გაცნობიერებული მხარდაჭერის გაზრდისა და ამ მიმართულებით მათთვის სწორი აღქმების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.