ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 8, 2022

08.11.22 – შუა ამაღლება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების ისტორიის, მისი ძირითადი მიზნებისა და დანიშნულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ხაზი გაესვა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ჩვენი ქვეყნის მიერ გაკეთებული განაცხადის ისტორიულ მნიშვნელობას. საუბარი, ასევე, შეეხო გაწევრიანების კრიტერიუმებსა და პროცედურებს, წევრობაზე განაცხადის წარდგენიდან სრულფასოვან წევრობამდე დაინტერესებული სახელმწიფოს მიერ გასავლელ გზებს.

გარდა ამისა, მომხსენებელმა აუდიტორიას საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა გადაეცათ.