ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 26, 2021
26.10.2021 – დაბა ჩოხატაური
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე, ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus + შესაძლებლობებსა და საქართველოს მოქალაქეთა გაცნობიერებული მხარდაჭერის გაზრდის აუცილებლოზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური არჩევანის მიმართ.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების შესახებ ახალგაზრდებთან საკომუნიკაციო ქსელის გაფართოებისა და ამ მიმართულებით მათთვის სწორი აღქმების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.