ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან შეხვედრა ჩატარდა
თებერვალი 2, 2022
02.02.22 – სოფელი შუა ამაღლება
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ჩართულობითა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლის ორგანიზებით, პედაგოგებსა და უფროსკლასელებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური არჩევანის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ისტორიისა და ნატო – საქართველოს თანამშრომლობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ნატო – საქართველოს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებზე.
ასევე, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების არგუმენტირებული ინფორმირების მნიშვნელობას.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.