ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მარტი 29, 2023

29.03.23 – სოფელი სამება

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი გურიის რეგიონში ირაკლი პაპავა, მონაწილეებს ევროკავშირის შექმნისა და განვითარების ეტაპებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ამ ურთიერთობების მანძილზე მიღწეულ ხელშესახებ პროგრესსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადის ისტორიულ მნიშვნელობას.

გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის გაზრდისა და ამ მიმართულებით მათთვის სწორი აღქმებისა და მოლოდინების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.