ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პედაგოგებთან ონლაინ სემინარი ჩატარდა
აპრილი 1, 2022

01.04.22 – ჩოხატაური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.
სემინარის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძე მიესალმა და ცენტრის საქმიანობის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მოსახლეობის მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“-ს თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი მონაწილეებს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევებსა და პერსპექტივებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე.
შეხვედრას, რომელსაც 60 მონაწილე ესწრებოდა, მოდერაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ გაუწია.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.