ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 4, 2023

04.10.23 – სოფელი ვანზომლეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანზომლეთის საჯარო სკოლის უფროსკლასელებისა და პედაგოგებისთვის ქვეყნის დასავლური კურსის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიაზე, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკაზე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებსა და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადზე, მის მნიშვნელობაზე, შემდგომ გადასადგმელ პროცედურებსა და ნაბიჯებზე.
მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის დასასრულს ცენტრის წარმომადგენელმა მონაწილეებს თემატური მასალა გადასცა.