ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 7, 2023

07.12.23 – სოფელი შუასურები

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის ქვეყნის დასავლური კურსის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიას, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკას, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადზე, მის მნიშვნელობაზე, შემდგომ გადასადგმელ პროცედურებსა და ნაბიჯებზე.

საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა გურიის რეგიონში თამარ ბასილაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.