ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 21, 2024

21.02.24 – დაბა ჩოხატაური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის შეხვედრების სივრცეში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ საინფორმაციო ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.

მოწვეულმა ექსპერტმა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსმა ნიკოლოზ ხატიაშვილმა, ვრცლად მიმოიხილა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკისა და ზოგადად, რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევები, საქართველო – ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობის საკითხები. საუბარი ასევე შეეხო, ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შედეგად მომდინარე საფრთხეებსა და მასთან გამკლავების გზებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.