ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ივნისი 8, 2023
08.06.23 – სოფელი ბუკისციხე
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლის უფროსკლასელებისა და პედაგოგებისთვის ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში, ირაკლი პაპავამ ორგანიზაციის საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა. ასევე, მიმოიხილა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორია, ქვეყნის ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკა, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში პედაგოგებისა და ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობები, ასოცირების შეთანხმების მიზნები და ვიზალიბერალიზაციის შედეგები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, მის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.