ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 9, 2024

09.02.24 – სოფელი ჩაისუბანი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი გურიის რეგიონში ირაკლი პაპავა მონაწილეებს ევროპული ფასეულობების, საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობისა და ხელშესახები შედეგების, აგრეთვე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.

მომხსენებელმა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.