ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხმის სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 8, 2024
08.04.24 – სოფელი ზემო ფარცხმა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი გურიის რეგიონში ირაკლი პაპავა, მონაწილეებს ევროკავშირის შექმნის ისტორიის, მისი გაფართოების ეტაპების, ევროპული ფასეულობების, საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობისა და ხელშესახები შედეგების, აგრეთვე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხების შესახებ ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობასა და შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებსა და პროცედურებზე.
მომხსენებელმა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მიზნებზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.