ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მარტი 22, 2024
22.03.24 – სოფელი ხიდისთავი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი გურიის რეგიონში ირაკლი პაპავა, მონაწილეებს ევროპული ფასეულობების, საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკის, ხელშესახები შედეგებისა და პერსპექტივების საკითხებზე ესაუბრა. ხაზი გაესვა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებს.
საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა გურიის რეგიონში ლიკა ჟღენტმა, მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც ეს პროგრამები მოსწავლე ახალგაზრდებისა და პედაგოგებისთვის ითვალისწინებს.
გარდა ამისა, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.