ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის სკოლაში შეხვედრა გაიმართა

ივნისი 1, 2023

01.06.23 – სოფელი ნაბეღლავი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ისტორიის, ასევე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმების, ერთობლივი პროგრამების, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ნატო-ს პოლიტიკის დინამიკაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან მიმართებით, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის აუცილებლობაზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.