ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთის საჯარო სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

მაისი 24, 2023

24.05.23 – სოფელი ზემოხეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო ევროპულ ფასეულობებს, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებს, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების მნიშვნელობასა და განაცხადის წარდგენიდან სრულყოფილ წევრობამდე გასავლელ გზასა და პროცედურებზე.

გარდა ამისა, მომხსენებელმა აუდიტორიას გააცნო საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.