ჩოხატაურის სამრევლო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 25, 2023

25.09.23 – დაბა ჩოხატაური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ა(ა)იპ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ჩოხატაურის სამრევლო სკოლის უფროსკლასელებისა და პედაგოგებისთვის ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ ორგანიზაციის მიზნებზე, ამოცანებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიას, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკას, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში პედაგოგებისა და მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებსა და შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეგულაციებს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, მის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.