ციფრული კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების საკითხებზე საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებისთვის სასწავლო კურსი ჩატარდა

დეკემბერი 7, 2021

07.12.21 – თბილისი

დიდი ბრიტანეთის მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტების მიერ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებისთვის, ციფრული კამპანიის დაგეგმვის საკითხებზე სასწავლო კურსი გაიმართა.

კურსის განმავლობაში ექსპერტებმა მონაწილეებს გაუზიარეს გამოცდილება და გაუღრმავეს ცოდნა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ციფრული კამპანიის დაგეგმვა, კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება, კამპანიის მიზნებისა და ამოცანების დასახვა, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და შედეგების გაზომვა.

სასწავლო კურსი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს მთავრობასთან სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის კუთხით თანამშრომლობის გაზიარებას.