ციფრული საუბრები მწერალთან, ნინო ხარატიშვილთან
ივნისი 15, 2020
საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეების ფარგლებში, გაიმართა ციფრული დისკუსია მწერალთან, დრამატურგსა და რეჟისორთან ნინო ხარატიშვილთან თემაზე: ევროპა-საქართველოს მერვე სიცოცხლე.
მწერალმა ევროპისა და საქართველოს კულტურული კავშირების, ქართული და ევროპული იდენტობის, საბჭოთა წარსულის მანკიერებისა და თავისუფლების მნიშვნელობის შესახებ თავისი წიგნის „მერვე სიცოცხლე ბრილკას“ ჭრილში ისაუბრა. ნინო ხარატიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და ამ პროცესში მიღებულ ბენეფიტებსა თუ შესაძლებლობებზე, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს მეტი ინფორმაცია მიიღონ ევროპული ცხოვრების წესის, ღირებულებისა და კულტურის შესახებ და თავად განსაზღვრონ განვითარების ვექტორი.
დისკუსიას მოდერაციას უწევდა მწერალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, რომელმაც თავის მხრივ საქართველოს ევროპულ გზაზე, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და ამ მხრივ განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი 2020 წელს ევროპის დღეებს უკვე მერვედ აღნიშავს. წელს, ევროპის დღეები საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტთან პარტნიორობით ციფრულ რეჟიმში მიმდინარეობს.