დაბა აბასთუმანის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 26, 2023

26.04.23 – დაბა აბასთუმანი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

მომხსენებელმა, ასევე, ხაზი გაუსვა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებს.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.