დაბა ასპინძის სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ივნისი 2, 2021

02.06.21 – დაბა ასპინძა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს ორგანიზებით, დაბა ასპინძის საჯარო სკოლის უფროსკლასელებსა და პედაგოგებთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა, მონაწილეებს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკაზე, ასოცირების ხელშეკრულებაზე და იმ შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა უხსნის. ყურადღება გამახვილდა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებსა და ამ წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებზე. ხაზი გაესვა საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობას საკანონმდებლო ცვლილების შესახებ, რომლის თანახმადაც შენგენის/ევროკავშირის ზონის ქვეყნებში მოგზაურობის დროს შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც შემოწმდება
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.