დაბა ჩაქვის სკოლაში დასავლური ინტეგრაციისა და დეზინფორმაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 25, 2024
25.09.24 – დაბა ჩაქვი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დეზინფორმაციის საკითხებზე დაბა ჩაქვის სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მედიაწიგნიერების სწავლების ძირითადი მიზნები და პრინციპები გააცნო. ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციის საფრთხეებსა და ამ კუთხით საზოგადოების სწორად ინფორმირების მნიშვნელობაზე. მომხსენებელმა ახალგაზრდებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები, დაგეგმილი სიახლეები და პროექტები გააცნო და ევროატლანტიკური ინტგრაციის პროცესის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით რეგიონში მიმდინარე საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.