დაბა ჩოხატაურის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 27, 2023

27.04.23 – დაბა ჩოხატაური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, დამსწრეებს ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ხაზი გაუსვა ახალგაზრდებთან მსგავსი შეხვედრების გააქტიურების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, „სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა და ჟურნალისტმა გიორგი ცხვიტავამ, საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობის დინამიკაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაზე, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივასა და გამოწვევებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.