დაბა ქედის სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 1, 2024

01.04.24 – დაბა ქედა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, დაბა ქედის საჯარო სკოლის მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების ეტაპებზე, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობაზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და იმ ხელშესახებ სიკეთეებზე, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების გზაზე იქნა მიღწეული. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე და შემდომ ეტაპებზე.

მომხსენებელმა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის მიზნებზე, მიმდინარე და განხორცილებულ აქტივობებზე ისაუბრა.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია მსმენელებისთვის საინტერესო საკითხებზე და გამოითქვა მოსაზრებები სასკოლო სივრცეში მსგავსი ფორმატის შეხვედრების ჩატარების პერიოდულობაზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.