დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 21, 2022

21.10.22 – დაბა ხულო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ხულოს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრთან თანამშრომლობით, დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს ევროკავშირის დაარსების ისტორიულ კონტექსტზე, გაფართოების ეტაპებზე, ევროპულ ღირებულებებზე, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების მნიშვნელობაზე, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით გათვალისწინებულ სამომავლო ნაბიჯებსა და იმ შესაძლებლობებზე, რასაც ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესები და ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს.

დისკუსიის ფარგლებში, მომხსენებელმა ხაზი გაუსვა ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მასთან გამკლავების მეთოდებს.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა ვიქტორინა, ყველაზე აქტიურ მსმენელებს საინფორმაციო ცენტრისგან თემატური ლიტერატურა და საინფორმაციო მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.