დაბა ლაითურის საჯარო სკოლაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ივნისი 15, 2023

15.06.23 – დაბა ლაითური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას დებატკლუბის მონაწილე მოსწავლეები და მენტორი პედაგოგი ესწრებოდნენ.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში, ირაკლი პაპავამ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის დინამიკისა და ამ პროცესში არსებული მიღწევების, გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, მის მნიშვნელობასა და შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებზე, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე.

მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ყურადღება გაამახვილა პროექტზე, რომლის მიზანია, „კარლ პოპერის პოლიტიკური დებატების“ ფორმატის გამოყენებით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საქართველოს 70-მდე სკოლის მოსწავლისა და პედაგოგისთვის ცნობიერების ამაღლება და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.